განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში “საპოვნელა” თერჯოლის სამოქალაქო საზოგადოებამ “ქალები საქართველოს მომავლისთვის”, ბენეფიციართა პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენის მიზნით, კვლევა ჩაატარა და დღის ცენტრს პლანშეტები გადასცა.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაციას “ქალები საქართველოს მომავლისთვის”, რომლის ინიციატივითაც დღის ცენტრის საჭირო რესურსით აღიჭურვა. აღნიშნული რესურსი დღის ცენტრის პედაგოგებს დაეხმარება ბენეფიციარებთან სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვაში და მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მათ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ღონისძიებები პროექტის ,,გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისათვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის ,,სოხუმი“ დაფინანსებით, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ხორციელდება.
რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირების შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.