ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ბულინგი და სტრესის მართვა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ბულინგის პრევენციის და ტოლერანტული კულტურის განვითარების, სტრესის მართვის ფორმების შესახებ თემაზე. ტრენინგს ირაკლი ჯულაყიძე უძღვებოდა.
ტრენინგი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).