ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, 1 აპრილს ცენტრის წევრებისთვის გაიმართა მორიგი ონლაინ ვორქშოპი თემაზე: „პანდემია vs თანამედროვე ტექნოლოგიები“.
მოწვეული მომხსენებელი, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ პროექტ-მენეჯერი გიორგი ნონიკაშვილი ახალგაზრდებს ესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: Zoom და Meet ფუნქციები, მაიკრისოფტის სერვისები, არხები, რომლის საშუალებით შესაძლებელია ონლაინ ლექციების წარმართვა, Youtube, Skype რესურსები. საუბარი შეეხო პერსონალური მონაცემების დაცვის გზებს და საშუალებებს, ონლაინ სივრცეში მოქმედების წესებს, ხელოვნურ ინტელექტს და მის უპირატესობებს, ასევე რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს ონლაინ წარმოებულ საქმიანობას, სწავლებას და რამდენად შეცვალა რეალობა ამ მხრივ ახალმა კორონავირუსმა.
ონლაინ ვორქშოპი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).