ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, 8 აპრილს ცენტრის წევრებისთვის გაიმართა მორიგი ონლაინ სემინარი თემაზე: „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“.
მოწვეული მომხსენებელი აკაკი საღინაძე ახალგაზრდებს ესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფემინიზმის ისტორია და ქალთა უფლებები, განსხვავება სქესსა და გენდერს შორის, გენდერული თანასწორობის არსი, ქალთა უფლებების სიტუაციური ანალიზი საქართველოში.
ონლაინ სემინარი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).