ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა სალი საკანდელიძემ, ქუთაისის
მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა თანატოლთა განათლების ონლაინ ტრენინგი
მედია წიგნიერებაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება
სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე.
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და
ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები,
პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.
ტრენინგ-სემინარი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი (EDEC).