ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა დიმა ქვარიანმა, ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თანატოლთა განათლების ონლაინ ტრენინგი მედია წიგნიერებაზე ჩაატარა.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.
ტრენინგი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი (EDEC).