ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, 24-ე სკოლის მოსწავლეებისთვის
 გაიმართა ონლაინ სემინარი თემაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში და
 არსებული მდგომარეობა“, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის
 მთავარი სპეციალისტი ზაზა ზანგურაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
 • არასრულწლოვანთა უფლებები;
 • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში;
 • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტები, განრიდების მექანიზმი,
 არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და ინდივიდუალური მიდგომები;
 • პასუხისმგებლობის საკითხები, რომლებიც არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში
 მოქმედებს.
სემინარი ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
 და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
 გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
 (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
 ცენტრი (EDEC).
 
  
 


