ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონლაინ სემინარი გაიმართა

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ონლაინ სემინარი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების, ბავშვთა ძირითადი უფლებების მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტების, ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების, სახელმწიფოს
ვალდებულებების, სახალხო დამცველის აპარატის როლის, ასევე სამოქალაქო, სამართლებრივ და შრომით ურთიერთობებში ბავშვის დაცვის საშუალებების შესახებ.

სემინარის მუშაობას სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე უძღვებოდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას. სემინარი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content