ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის მცირე საგრანტო პროგრამის
ფარგლებში ორგანიზებული იქნა ონლაინ ტრენინგი თემაზე „სოციალური მეწარმეობა და ინოვაცია“,
რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება, სოციალური მეწარმეობის,
სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე, ბიზნესთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე და მიდგომებზე.
ტრენინგის მსვლელობისას, მოწვეულმა ტრენერმა, კრეატიული განვითარების
ცენტრის დამფუძნებელმა თეონა დალაქიშვილმა მონაწილეებთან ერთად განიხილა შემდეგი საკითხები:
– რა არის სოციალური მეწარმეობა;
– სოციალური მეწარმეობა VS საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
– სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები;
– სოციალური მეწარმეობის ფორმები და წარმატებული მაგალითები;
– რეინვესტირება, როგორ მოვიძიოთ თანხა?
ტრენინგი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა
და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს
გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების
ცენტრი (EDEC)