ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზებული იქნა სემინარი თემაზე „შფოთვა და დეპრესია“ რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება დეპრესიის, როგორც ფიზიკური აქტივობის დათრგუნვის, თვითშეფასების დაქვეითების და შფოთვის საკითხებზე.
შეხვედრა წარიმართა მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატის მიხედვით. სემინარს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის, ფსიქოლოგიური სამსახურის უფროსი ზანდა ჩეჩელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიება ორგანიზებულიატოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)