ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრს გიულგიუნ მემედხანოვას მასპინძლობს. 2 დღიანი გაცვლითი პროგრამის მიზანს წარმოადგენს თბილისის და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრების დაახლოება, ახალგაზრდებთან კომუნიკაციის და მეგობრული ურთიერთობების დამყარება, მათი ცნობიერების ამაღლება ტოლერანტობის, მულტიკულტურალიზმის, სიძულვილის ენის პრევენციის საკითხებზე.
ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)