ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა სალი საკანდელიძემ, ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა თანატოლთა განათლების ონლაინ ტრენინგი მედია წიგნიერებაზე. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური მედიის და ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების საკითხებზე. ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სოციალური მედია და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამოწვევები; როგორ გადავამოწმოთ ვებ-გვერდები, წყაროები, პიროვნებები, ტროლები; როგორ გადავამოწმოთ ყალბი ფოტოები.
ტრენინგი ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).