ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ” წარმომადგენელმა თეონა ფურცხვანიძემ მეზღაპრის მანტია მოისხა და ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარები ზღაპრების სამყაროში ამოგზაურა.
დღის ბოლოს კი ბენეფიციარებს ზღაპრების წიგნი უსახსოვრა. მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე.
დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.