ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ქუთაისის მე-13, მე-10, 36-ე, 31-ე საჯარო სკოლებში დოკუმენტური ფილმების „ხმა ამოიღე“ და „ქალები საქართველოდან“ ჩვენება/დისკუსია გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და დისკუსიის წარმართვა ქალთა უფლებების, გენდერული სტერეოტიპების, ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).