30 მაისს, კოლეჯში „განთიადი“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების (გორის მე-10 საჯარო სკოლა, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია, სკოლა “ეისი”, ქარელის მუნიციპალიტეტის I და II საჯარო, სოფელ რუისის და ბებნისის სკოლები) სკოლების მოსწავლეები გააერთიანა. პროფესიებით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და კოლეჯის ექსპერტებს შორის პროფესიული არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეების, დასაქმებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობების, ანაზღაურებისა და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ პირდაპირი კომუნიკაცია შედგა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ხორციელდება განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ChildFund Deutschland-თან პარტნიორობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.