შვეიცარიულ მედიაში EDEC-ის ბენეფიციარის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

შვეიცარიული ონალაინ გამომცემლობა Voix d’Exils | Migrations et Sociétés (ქართ.: ემიგრანტთა ხმა | მიგრაცია და საზოგადოება) ამავე გამომცემლობის ქართველი რედაქტორის ქრისტინე კოსტავას შესახებ წერს.

როგორც ქრისტინე სტატიაში გვიამბობს, შეზღუდული შესაძლებლობა მას ხელს არ უშლის თავისუფლად ცხოვრებაში. სტატიაში საუბრობს იმ სირთულეებზე, რომლებიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ექმნებათ:

“საქართველოში მე არ შემეძლო ქუჩებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლით მოძრაობა ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, რადგან ქუჩები, შენობები, ლიფტები, ავტობუსები, მატარებლები არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. არასოდეს მივლია საზოგადოებრივი ტრანსპორტით.”

ქრისტინე ასევე საუბრობს EDEC-თან თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც 2014–2017 წლებში ქუთაისში მონაწილეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების პროექტებში. ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქრისტინემ პროფესიულ სასწავლებელში  გაიარა გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსი და წარმატებით დაასრულა სტაჟირების ეტაპიც. EDEC-ის რეკომენდაციით ის კომპანია “MBM პოლიგრაფში” გრაფიკოს–დიზაინერის პოზიციაზე დასაქმდა.

“20 წლის ვიყავი, როცა ორგანიზაცია “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” დამიკავშირდა და შემომთავაზა პროფესიული კურსების გავლა ახალი პროფესიის შეძენის მიზნით.

27 წლისამ შევისწავლე გრაფიკული დიზაინი და ქუთაისის ერთ–ერთ სტამბაში დიზაინერად დავიწყე მუშაობა. ქუჩებში შეუსაბამო პირობებისა და ძალიან დაბალი ხელფასის გამო, მამას დავყავდი სამსახურში. მისი დახმარების გარეშე, მთელ ხელფასს ტრანსპორტირებაზე დავხარჯავდი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიხაროდა სამსახურში წასვლა. თანამშრომლები და მეპატრონეები ძალიან სასიამოვნო და თბილი ადამიანები იყვნენ! ჩემმა სამსახურმა მომხიბლა.”

ქრისტინეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქვეყნის დატოვება და შვეიცარიაში წასვლა მოუწია. ამჟამად ინტენსიურად მკურნალობს და ოპერაციის ჩატარების თარიღს ელოდება, რომელიც პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო.

“შვეიცარიაში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებიც დამეხმარნენ. მართლმადიდებლურმა ფონდმა მომცა ელექტრო სკუტერი, რომელზეც საქართველოში ვერც კი ვიოცნებობდი. ახლა შემიძლია დამოუკიდებლად წავიდე ყველგან, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აქ ყველა პირობაა შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. შემიძლია ვისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შევიდე ყველა შენობაში. აქ თავისუფლად ვცხოვრობ კომპლექსების გარეშე! აღარ მრცხვენია ქუჩაში გასვლის! აქ ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა ადამიანის უფლება დაცულია!”

მიუხედავად ამისა, რომ ქრისტინემ მისი “წილი ბედნიერება” შვეიცარიაში იპოვა, ის არ აპირებს ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენას:

“ჩემი დიდი სურვილია, რომ საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ხედვა, გარემო, ანარეკლი და განსხვავებული თავისუფლება ჩავიტანო ჩემს ქვეყანაში; დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ჩემნაირად იმედგაცრუებულნი არიან. არ აქვს მნიშვნელობა როგორები დავიბადეთ, ვინ ვართ, როგორი ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს, მთავარია გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვართ და არავის მივცეთ უფლება უსარგებლოდ ჩაგვთვალოს! შვეიცარიაში თავს სრულფასოვან ადამიანად ვგრძნობ. მე აქ ვსუნთქავ, თავისუფალი ვარ, დიდი გეგმები მაქვს. მალე გამოვჯანმრთელდები! მადლობა შვეიცარიას ამ ყველაფრისთვის! ახლა შემიძლია ვთქვა: არ არსებობს შეზღუდვები! არსებობს შეზღუდული გარემო!”

სტატიის ორიგინალური ვერსია წაიკითხეთ ბმულზე: https://bit.ly/3xiR7VQ

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content