2023 წლის 22 დეკემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“ განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივ ქვეპროგრამას „შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობა“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 8 თვის განმავლობაში ახორცელებდა. პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 პირმა, ააიპებთან „ადამიანები მოქმედებაში“, „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან, რესტორანი „ნიშა“ (შპს „გარდენსი“), სალონთან „MG Style“ და ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრთან პარტნიორობით, გაიარა პროფესიული გადამზადების 320 საათიანი კურსი.
კურსდამთავრებულები დაეუფლნენ კონდიტერიის, ფრჩხილის მომსახურების, საოფისე საქმის, თეატრალური თოჯინების და რეკვიზიტების მოდელირება და კერვის, მასაჟისტ რეაბილიტატორის პროფესიებს. კურსის დასრულების შემდეგ კი ჩაერთვნენ სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირების პროგრამაში.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.