„დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის მონაწილემ სამეგრელოს რეგიონიდან ამიდა ახალაიამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში და სოფელ წყოუში თემებზე „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“ და „კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა” საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს კოლეჯის „ლაკადა“ სტუდენტები და სოფელ წყოუშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.