რაღაცის დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია. მთავარია სიარული განვაგრძოთ…
ცისანა გოგუაძე ამჟამად გურიაში, კრედო ბანკში, სესხის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობს.
,,მაღაზია სადაც ვმუშაობდი დაიხურა და უმუშევარი დავრჩი. არ ვიცოდი რა მექნა. ახლობელმა მირჩია დასაქმების ცენტრში მივსულიყავი. არაჩვეულებრივი გარემო დამხვდა. დასაქმების კონსულტანტებს გამოცდილების და ინტერესების შესახებ მოვუყევი. შედგა ჩემზე მორგებული ინდივიდუალური გეგმა. მალევე დამირეკეს და რამდენიმე სამუშაო შესაძლებლობა შემომთავაზეს. ჩემს ინტერესებს ყველაზე მეტად კრედო ბანკი მოერგო. წარმატებით გავიარე გასაუბრება და მალევე დავსაქმდი. ყოველთვის მინდოდა ბანკში მემუშავა, ჩემი ოცნება მაშინ ახდა როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი.“