განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 19 ივლისს, ხობში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მომხსენებლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციისას არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს.
პროექტისა და დისკუსიის თემა მონაწილეებს ნათია ნამიჭეიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტრომა წარუდგინა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ჟოლინა კაკია, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი და დოდო გაბუნია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მიესალმნენ. დისკუსიას ASB საქართველოს წარმომადგენელი თეონა ჯულუხაძე ესწრებოდა.
რეაბილიტაცია–აბილიტაციის სერვისები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტი, სოფიო კუპატაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების კოორდინატორმა წარადგინა.
მრგვალი მაგიდა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.