ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროს“ ბენეფიციარებმა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ითამაშეს.
კითხვები მომზადებული იყო იმ მასალებზე დაყრდნობით, რასაც ისინი დღის ცენტრში სხვადასხვა აქტივობების საშუალებით სწავლობენ.
თამაშმა მხიარულად ჩაიარა და ანგარიშით 5:1, ინტელექტუალების სასარგებლოდ, დასრულდა.
გამარჯვებულებს გულშემატკივრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი მედლები და ბამბის „ბროლის ბუ” გადაეცათ.