თბილისში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია გაიმართა

10 აპრილს თბილისში, საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში“, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია გაიმართა.

ფორუმზე გამოფენილ იქნა ქვეყნის მასშტაბით არსებული სამოქალაქო კლუბების და მათ შორის სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში შექმნილი იმერეთის სამოქალაქო კლუბების მიერ მთელი წლის მანძილზე განხორციელებული ს

ხვადასხვა აქტივობების ამსახველი პოსტერები.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში სამიზნე სკოლებიდან წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდა:

  • წლის საუკეთესო პედაგოგი 2019  – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა მარღანია
  • წლის საუკეთესო პედაგოგი 2020 – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს #1 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა სამხარაძე
  • წლის სამოქალაქო კლუბის მეურვე 2020 –ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა ბიწაძე
  • წლის სამოქალაქო კლუბის მეურვე 2020 – ქუთაისის  ქ. ქუთაისის #7 საჯარო სკოლის პედაგოგი ზაირა ტყაბლაძე

გამარჯვებულ პედაგოგებს სამახსოვრო ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიების ონლაინ ტრანსლირება მიმდინარეობდა სოციალური მედიის საშუალებით.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content