10 აპრილს თბილისში, საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში“, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური გამოფენა-კონფერენცია გაიმართა.
ფორუმზე გამოფენილ იქნა ქვეყნის მასშტაბით არსებული სამოქალაქო კლუბების და მათ შორის სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში შექმნილი იმერეთის სამოქალაქო კლუბების მიერ მთელი წლის მანძილზე განხორციელებული ს
ხვადასხვა აქტივობების ამსახველი პოსტერები.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში სამიზნე სკოლებიდან წლის საუკეთესო პედაგოგები გამოვლინდა:
- წლის საუკეთესო პედაგოგი 2019 – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა მარღანია
- წლის საუკეთესო პედაგოგი 2020 – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს #1 საჯარო სკოლის პედაგოგი თეა სამხარაძე
- წლის სამოქალაქო კლუბის მეურვე 2020 –ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა ბიწაძე
- წლის სამოქალაქო კლუბის მეურვე 2020 – ქუთაისის ქ. ქუთაისის #7 საჯარო სკოლის პედაგოგი ზაირა ტყაბლაძე
გამარჯვებულ პედაგოგებს სამახსოვრო ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების ონლაინ ტრანსლირება მიმდინარეობდა სოციალური მედიის საშუალებით.