12 ახალგაზრდას, ციფრული მარკეტინგის კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ

პროექტის „უპასუხე დროის მოთხოვნებს და გახდი წარმატებული მეწარმე ციფრული მარკეტინგის საშუალებით!” მონაწილეებს ციფრული მარკეტინგის კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენელმა თამუნა ნიკოლეიშვილმა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა გადასცა.

ორ თვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში 15 –მდე ახალგაზრდამ საკუთარი ცოდნა და უნარები აიმაღლა ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, წერის ტექნიკის, მონაცემების ვიზუალიზაციის, SEO – საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის, ინტერნეტის და ვების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების, მარკეტინგი და ვორდპრესის საკითხებზე.

კურსი წარიმართა ,,ისწავლე კეთებით“ მეთოდის გამოყენებით, კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ პროფესიონალი ტრენერებისა და ქოუჩების კონსულტაციებით, რომელთა დახმარებითაც შესძლეს საკუთარი ონლაინ პლატფორმის შექმნა.

პროექტი მიზნად ისახავს 18–დან 29 წლამდე 15–მდე ახალგაზრდის მობილიზებას, რომლებიც გამოხატავენ ინტერესსა და მოტივაციას ჩაერთონ ტურისტულ ბიზნესში, გამოიყენონ თავიანთი არსებული აქტივები, ტურისტის მიღებისთვის და ამ გზით მოახდინონ საკუთარი შემოსავლების გენერირება და სამეწარმეო საქმიანობებში ჩართვა.

კურსი ორგანიზებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტის „უპასუხე დროის მოთხოვნებს და გახდი წარმატებული მეწარმე ციფრული მარკეტინგის საშუალებით“ ფარგლებში.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content