12 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სერტიფიკატები გადაეცათ

პროექტის „უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!“ ბენეფიციარებს ციფრულ მარკეტინგის კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა გადასცეს.

პროექტის ფარგლებში 14-მა მობილობის შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ციფრული მარკეტინგის 3 თვიანი კურსი გაიარა.

პროექტის 8 ბენეფიციარმა მიღებული ცოდნა საკუთარი ბიზნეს იდეების განსავითარებლად და ანაზღაურებადი სამუშაოს მისაღებად უკვე გამოიყენა.

პროექტი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა, მათთვის შრომის ღია ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მარკეტინგისა და ვებ–ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა, როგორც თვითდასაქმებით, ისე შრომის ღია ბაზარზე დასაქმებით.

„პროექტის მიზანი  წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების: ცხოველების დაცვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება  წვლილის შეტანა იყო“. –  ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ელოშვილი
ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება, სოციალური სტუდენტური
ქუთაისის ი.გოგებაშვილის პირველი საავტორო სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე ელისაბედ გოშხეთელიანი, EDEC-ის მიერ შექმნილი ონლაინ სწავლების პლატფორმის elearning.edec.ge პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით გაიარა ონლაინ კურსი „ყველაფერი
Skip to content