საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 აპრილს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) და საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციამ (PMAG კლასტერი) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესის სფეროში შემავალ პროექტებზე, დასაქმების ბაზარზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებაზე.

PMAG წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს, რომელიც მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრებისდახმარებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაფართოების გზით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content