ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა

14 ივნისს ქალაქ ქუთაისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (ЕDEC), ქუთიასის მერიისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გამართა.

დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 22-მა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ 100-ზე მეტი აქტიური ვაკანსია შესთავაზა.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტრომა ნინო ველთაურმა დასაქმების ფორუმი გახსნა. პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა და განათების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content