17 და 18 დეკემბერს მცირე და საშუალო მეწარმეთა ქსელთან ონლაინ ტრენინგი გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა 17 და 18 დეკემბერს, მცირე და საშუალო მეწარმეთა ქსელთან Hanse Parlament e.V. (Hamburg) თანამშრომლობით, თემაზე „დუალური პროფესიული განათლება“ ონლაინ ტრენინგი გამართა.

ტრენინგი მიზანად ისახავდა დუალური განათლების გერმანული მოდელის გაცნობას და გერმანული გამოცდილების გაზიარებას.

მასში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგი პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – პერსპექტივების გაზიარება“ (ჰაუსმასტერი 3)“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის: „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), მცირე და საშუალო მეწარმეთა ქსელის – Hanse Parlament e.V. (Hamburg), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ (CHCA) მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content