განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან „ლოგომედი” ერთად, 13 და 14 თებერვალს, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ 170–მდე ბავშვს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
დიაგნოსტიკის ფარგლებში თერაპევტებმა მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებები და გეგმები დასახეს.
დიაგნოსტიკის სერვისის მისაღებად ბავშვები სამეგრელოს რეგიონიდან წინასწარ დარეგისტრირდნენ. მათ ექვსმა მეტყველების თერაპევტმა გაუწიათ მომსახურება.