19 ივნისს საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და პირთა დღის ცენტრთან არსებულმა სოციალურმა საწარმომ “იალონი” და სოციალურმა საწარმომ “ფარშევანგი” მონაწილეობა მიიღეს სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენაში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) Expo Georgia-ში გამართა.
გამოფენაზე დამთვალიერებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოთ საწარმოების პროდუქცია და შეიძინათ ადგილობრივი წარმოების საინტერესო ნივთები.