ვორქშოფის დასაწყისში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ წარმომადგნელები პროექტით განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრას პროფესიული სასწავლებლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგნელები საქართველოში მომუშავე აქტიური დეველოპერები/დამსაქმებლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა ჰაუსმასტერის კურსის სასწავლო მოდულების პრეზნეტაცია წარადგინეს, რომლებიც სამშენებლო კოლეჯთან „კონსტრუქტ2“ თანამშრომლობით და გერმანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) შეიმუშავა.
მომზადდა სამი მოდული: უსაფრთხოების სავალდებულო ღონისძიებები უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის-საფრთხეების და რისკების კონტროლი; შენობა-ნაგებობაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია და დეფექტების აღმოფხვრა; შენობა-ნაგებობის ტექნიკური ექსპლუატაცია და დეფექტების აღმოჩენა.
პროექტის მიზანია ზრუნვაზე ორიენტირებული ახალი სერვისების მხარდაჭერა და ჰაუსმასტერის (შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მენეჯერი) პროფესიის დანერგვა საქართველოში.
პროექტის სამიზნე ჯგუფებია ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები.
პროექტი „ჩემი სახლის მმართველი – მომავლის მშენებლობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის: „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ (CHCA) მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება.