მარნის მასპინძლის პროფესიული პროგრამის განმახორციელებელთათვის 3 დღიანი ტრენერთა ტრენინგი დასრულდა

4 სექტემბერს დასრულდა 3 დღიანი ტრენერთა ტრენინგი მარნის მასპინძლის პროფესიული პროგრამის განმახორციელებელთათვის. ტრენინგის პროეფესიული კოლეჯების „იბერია“ და „ერქვანი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც გაეცვნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: რეგიონის წარდგენა, ვაზი და ღვინო, ვაზის ჯიშები და გეოგრაფიული აღნიშვნები, გიდის უნარები, სტანდარტები, ნორმები და ეთიკა, სომელიეს უნარები  და ღვინის დეგუსტაცია. სასწავლო პროცესის იმიტაცია პრაქტიკულ გარემოში ბაიას მარანში მოეწყო. ტრენინგს ღვინის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი დარციმელია უძღვებოდა.

მარნის მასპინძლის მოკლევადიანი პროფესიულ პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში შეიქმნა კოლეჯებთან „იბერია“ და „ერქვანი“ თანამშრომლობით. მიმდინარე ეტაპზე კოლეჯის „იბერია“ მიერ გამოცხადებულია მიღება „მარნის მასპინძლის“ პროფესიულ კურსზე. დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. https://vet.emis.ge/#/training-programs

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
20-21 იანვარს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: ,,მეწარმის ხედვიდან მცირე სტრატეგიამდე“ ტრენინგი გამართა. ტრენინგის
„თუ სურვილია შესაძლებლობაც ჩნდება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ და რაც მთავარია შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დაგაჯერებენ რომ ყველაფერი გამოგივა“ ნინო ციბაძე ამჟამად კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობს.
Skip to content