მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსი

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს, მედია ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს მოხალისეობრივი ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
თუ ხართ დაინტერესებული მოხალისეობით, მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით და გაქვთ საინტერესო იდეები, ველით თქვენს განაცხადებს საქართველოს 10 რეგიონიდან: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.
გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და წარადგინეთ განაცხადი 2022 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათამდე.
დებულების ბმული იხილეთ აქ: https://bit.ly/3QvtcMJ
განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3KQLOWb
16 და 22 სექტემბერს, 16:00 სთ-ზე დაინტერესებული აპლიკანტებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები Zoom პლატფორმის საშუალებით.
ZOOM პლატფორმის ბმული იხილეთ აქ:
Meeting ID: 840 4880 6176
Passcode: 318248
საკონტაქტო პირი: მარიამ ლომიძე, მობ: 577 109 081;
ელ–ფოსტა: mariam_lomidze@edec.ge
დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content