1. შესავალი/Introduction
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლების და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შესყიდვის მიზნით და იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურდიულ პირს ტენდერში მონაწილეობისთვის. USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხორციელებდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი | |
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: | 04.11.2022 |
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: | 14.11.2022 |
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: | 16.11.2022 |
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: | 18.11.2022 |
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: | 19.12.2022 |
2. ტექნიკური დავალების მიზანი
სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შეძენა.
3. კონკრეტული დავალება
კონკრეტული დავალება მოიცავს დანართი #1–ით განსაზღვრული (ან მსგავსი) სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის შეძენას.
4. მეთოდოლოგია
კომუნიკაცია და კონსულტაცია, ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ საკონტაქტო პირთან.
5. პროდუქტი
დანართი #1–ით განსაზღვრული (ან მსგავსი) სხვადასხვა კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.
6. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა (ნოემბერი – დეკემბერი 2022):
პრეტენდენტის მიერ დამკვეთთან ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადების შესაბამისად
7. ძირითადი მოთხოვნები
7.1 პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის გამოცდილება ბოლო სამი წლის განმავლობაში. მსგავსი მასშტაბის კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების განხორციელების გამოცდილება;
- სატენდერო წინადადების ფასი უნდა იყოს საბოლოო და შეიცავდეს ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან (დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე მოწოდება, ზედნადები ხარჯები, მოქმედი გადასახადები, რომელიც ვრცელდება პრეტენდენტზე და სხვ.).
- მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი). საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს).
- საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში; უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელიც ნაკლებ დროში უზრუნველყოფს ტექნიკის სრული ჩამონათვალის მოწოდებას.
- შემოთავაზებული ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს დანართ #1– ში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებსა (სპეციფიკაციები).
7.2. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს/ინფორმაციას:
✓ განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ;
✓ სატენდერო წინადადების დეტალური განფასება ტექნიკური დავალების შესაბამისად;
✓ ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ;
✓ ანგარიშსწორება შემსრულებელთან იწარმოებს საქონლის მოწოდების მიხედვით, მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
✓ წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს წინასწარ მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტია ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან. ამასთან, წინასწარ მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%–ს.
✓ ყველა ის ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
7.3. მოთხოვნა მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებით
20 (ოცი) კალენდარული დღე
7.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
✓ დანართი #1 შეთავაზების ფორმა. გაითვალისწინეთ, რომ ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე;
✓ დანართი # 2 ტენდერში მონაწილეობის განაცხადი– ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ, ამონაწერი
სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის გამოქვეყნების შემდეგ. ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ცნობა საგადასახადო დავალიანების შესახებ.
8. შერჩევის კრიტერიუმები
✓ შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს და მოწოდების ვადები.
✓ არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.
✓ შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ პრეტენდენტს.
სატენდერო წინადადება მიიღება მატერიალური სახით დალუქული კონვერტით, 2022 წლის 4 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.
კონვერტზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი); ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების მოწოდება შეიძლება ყოველდღე შაბთ–კვირის გარდა 11 საათიდან 18 საათამდე. მისამართი: ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. #64. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
10. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64;
ტელ: 0431 251330
საკონტაქტო პირი: ავთანდილ ქობულაძე ტელეფონი: 595282804
ელ-ფოსტა: [email protected]