21 ივლისს „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ პროექტის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 21 ივლისს „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ პროექტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 30 უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენელმა მიიღო.

პრეზენტაციას წაუძღვა პროექტის კოორდინატორი თამარ მახარაძე, ხოლო ფასილიტაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გაუწია. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობასა და პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსების გამოყენებაზე. მონაწილეებმა პროექტის მიმართ დიდი ინტერესი და თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.

პროექტი ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქილოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ განვითარების სხვადასსხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ცოდნა და უნარები.

ახალი კურსების პილოტირება პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტბში 2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება. მანამდე ქართველი პარტნიორები, უცხოელების აქტიური ჩართულობით იმუშავებენ ახალი სილაბუსებისა და საკითხავი მასალის განვითარებაზე. სამი წლის განამვლობაში, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების, სკოლებისა და არსამთავრობო ორგნიზაციების თანამშრომლობას. ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბდება თანმშრომლობის ქსელი. პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას, რომელიც გააშუქებს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს.

პროექტში ჩართულია: ოთხი ქართული უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ოთხი უცხოური უნივერსიტეტი – Transilvania University of Brașov UTBv; Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW, UW და Philipps-Universität Marburg, UMR; სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკზე მუშაობენ – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), „მარიანი“, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის MAEE და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content