სამტრედიის დღის ცენტრში სენსორული თერაპიის ოთახი გაიხსნა

23 აპრილს ქალაქ სამტრედიაში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „ლამპარი“ სენსორული ინტეგრაციის თერაპიის ოთახის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

სენსორული ოთახი „ქალთა საერათაშორისო ასოციაცია საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ცენტრის ბაზაზე სენსორული თერაპიის დანერგვა, ბენეფიციარების განმუხტვას, სტრესის და დაძაბულობის შემსუბუქებას, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს.

ოთახის საზეიმოდ გახსნას ასოციაციის წევრები, სოციალური მუშაკები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქოდათ უფრო ახლოს გაეცნოთ დღის ცენტრის საქმიანობები.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრირებას უწევს ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს დღის ცენტრებს. დღის ცენტრები ინდივიდუალურ, ფუნქციონალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებზე მორგებულ მომსახურებას აწვდის 6-18 წლის ასაკის ათეულობით ბავშვს და მათ ოჯახებს.

რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირება ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content