„დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს, თანასწორგანმანათლებელთა საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
23 აპრილს ქუთაისში პროექტის მონაწილე ანანო ხაზარაძემ სსიპ აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა თემაზე “ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.