24 ივნისს ЕDEC-მა АIC–თან ერთად რაჭა–ლეჩხუმში ევროკავშირის ელჩს უმასპინძლა

24 ივნისს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), პარტნიორ ორგანიზაცია აფხაზინტერკონტთან (AIC) ერთად, რაჭა–ლეჩხუმში, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა.
რეგიონში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა EDEC-ის და აფხაზინტერკონტის წარმომადგენლებთან, რომელზეც გაეცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)” ფარგლებში მიღწეულ შედეგებს და დაგეგმილ აქტივობებს.
მან ასევე დაათვალიერა პროექტის ფარგლებში ამბროლაურში შექმნილი დასაქმების ცენტრი, რომელიც რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს კარიერული განვითრებისა და დასაქმების ხელშეწყობის სერვისებს სთავაზობს. ელჩმა დასაქმების ცენტრში CV ტრენინგის მონაწილეებს შეხვდა.
კარლ ჰარცელმა სამუშაო ადგილზე მოინახულა პროექტის ფარგლებში დასაქმებული ირმა მაროზაშვილი, რომელიც დასაქმების ცენტრის დახმარებით ამბროლაურში აგროფერმერთა მომსახურების ცენტრში “ახალი ფერმერი 21″აგროკონსულტანტ–გამყიდველის პოზიციაზე დასაქმდა. ირმა იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც პროექტის ერთ–ერთ სამიზნე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს.
ევროკავშირის ელჩი ასევე შეხვდა დამსაქმებელი ადგილობრივი კომპანების “Wine Space”, “მეღვინეობა ბარაკონი”, “ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი”, სასტუმრო “ციბენა”, სასტუმრო “რაჭა–ოლიმპი”, “ხვაჭკარა” და “ამბროლაურის აეროპორტი” წარმომადგნელებს. შეხვედრაზე დამსაქმებლებმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ბიზნესის მხრიდან ერთ–ერთ მთავარ პრობლემად რეგიონიდან ახალგაზრდების გადინება და ტურიზმის სექტორში კვალიფიციური კადრების სიმცირე დასახელდა.

კარლ ჰარცელი აგრეთვე ეწვია პროფესიულ კოლეჯს “ერქვანი” და გაეცნო მიმდინარე პროფესიულ კურსებს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა სამმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კოლეჯ “ერქვანს”, აფხაზინტერკონტსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში შრომის ბაზარზე ტურიზმის მიმართულებით ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content