25 ივნისს პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID–19 კრიზისის დროს საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

25 ივნისს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ბაღდათში, სოფელ ობჩაში ჩატარდა, სადაც პროექტის ბენეფიციარებისთვის საწარმოში „ბაიას ღვინო“ აგროტური მოეწყო. მეწარმე ბაია აბულაძე ახალგაზრდებთან ინსპირაციულ შეხვედრა გამართა თემაზე „მეწარმეობა და ქალის აქტიური როლი მეწარმეობის განვითარებაში“. მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდებს და ისაუბრა მეწარმეობაზე, გამოწვევებსა და წარმატების მიღწევის გზებზე. შეხვედრის მონაწილეებმა დაათვალიერეს ყურძნის ვენახები და მარანი და მონახულეს ადგილი, სადაც ხდება ღვინის დაყოვნება და წარმოება.

ღონისძიების მეორე ნაწილი გაიმართა ქუთაისში, სადაც შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრმა, საქართველოს აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების მოწვეულმა ლექტორმა ანა გაბესკირიამ ინსპირაციული შეხვედრა გამართა თემაზე „სოციალური გავლენები და სტერეოტიპები პროფესიის შერჩევის პროცესში, პროფესიაში წარმატების მიღწევისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გააზრება“.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეჯამება–პრეზენტაციას და თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ-კურსის მონაწილეების სერთიფიკატებით დაჯილდოვებას დაეთმო.

პროექტი, რომელიც EDEC–მ იმერეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში–ზემო სვანეთში განახორციელა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდების საჭიროებებზე რეაგირებას და მათი ჩართულობის ხელშეწყობას COVID-19–თ გამოწვეული კრიზისის საპასუხო აქტივობების განვითარება-განხორციელებაში და საზღვრისპირა სოფლების მიმდებარედ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალების მეწარმეული უნარების განვითარებას.

პროექტის ფარგლებში დაინერგა თანატოლთა განათლების პროგრამა. სამიზნე რეგიონებში გადამზადდა 30 ახალგაზრდა. მათ ცოდნა გაიღრმავეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები; COVID-19 ვირუსის პრევენცია სასწავლო დაწესებულებებში; ოჯახური ძალადობა; მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და მშვიდობის მშენებლობა. ახალგაზრდების მოტივირების მიზნით ჩატარდა შეხვედრები ცნობილ სახეებთან, მათ შორის – ალერგოლოგ–იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან, იურისტ გიორგი მშვენიერაძესთან და ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძესთან.

მიღებული ცოდნა თანატოლგანმანათლებლებმა საინფორმაციო შეხვედრების გზით სამიზნე რეგიონებში საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუზიარეს.

პროექტის მონაწილეებისთვის ჩატარდა დიზაინის კონკურსი „მშვიდობა და ადამიანის უფლებები“. ტრენინგ–კურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს ლოგო/სიმბოლო, რომელიც ყველაზე კარგად ასახავდა მშვიდობის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეას. 4 გამარჯვებული სიმბოლოთი დამზადდა სხვადასხვა ბრენდირებული ნივთები, რომლებიც თანასწორგანმანათლებლებმა საინფორმაციო შეხვედრებზე დამსწრე ახალგაზრებს გადასცეს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში 40 ახალგაზრდა ქალს სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით ონლაინ-ტრენინგი ჩაუტარდა. ორგანიზაციამ მათთვის ასევე მენტორინგისა და კონსულტაციის სერვისები უზრუნველყო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content