28 ივლისს პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), 28 ივლისს პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

ონლაინ პრეზენტაციას, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი (DPO) და სერვისმიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, წაუძღვა ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო ფასილიტაციას გაუწია სოფიკო შუბითიძემ, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის პროგრამების კოორდინატორმა.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ორგანიზაციების მხრიდან ჩართულობის შესაძლებლობებზე და პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსების გამოყენებაზე. მონაწილეებმა პროექტის მიმართ დიდი ინტერესი და თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.

პროექტი ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ცოდნა და უნარები.

სადღეისოდ, ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე ზოგადი კურსი ისწავლება. სპეციალური მასწავლებლები კი ხშირად აკადემიური მომზადების გარეშე იწყებენ პრაქტიკოსებად მუშაობას, რადგან არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი არც საუნივერსიტეტო და არც სასერთიფიკატო კურსი.

ახალი კურსების პილოტირება პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში 2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება. მანამდე ქართველი პარტნიორები, უცხოელების აქტიური ჩართულობით იმუშავებენ ახალი სილაბუსებისა და საკითხავი მასალის განვითარებაზე. სამი წლის განამვლობაში, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების, სკოლებისა და არსამთავრობო ორგნიზაციების თანამშრომლობას. ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბდება თანამშრომლობის ქსელი. პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას, რომელიც გააშუქებს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს.

პროექტში ჩართულია: ოთხი ქართული უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ოთხი უცხოური უნივერსიტეტი – Transilvania University of Brașov UTBv; Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW, UW და Philipps-Universität Marburg, UMR; სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მუშაობენ – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“,  რომლის მიზანს
ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), რეგიონულ ჰაბ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით,  ზუგდიდის, ბათუმის, ლანჩხუთის, ბოლნისის და ბაღდათის  ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორკშოფები
Skip to content