2020 წლის 29 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის დღეები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), გოეთეს ინსტიტუტმა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურმა (DAAD) გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 14-დან 18 წლამდე დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, რომელებიც გეგმავენ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას, ან მუშაობის დაწყებას, საზღვარგარეთ გამგზავრებას და იქ გამოცდილების შეძენას.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თვითმართველობა, საერთაშორისო და ადგილობრივი საგანმანათლებლო და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებმაც მონაწილეებს საინფორმაციო პრეზენტაციები წარუდგნეს პროფესიული და უმაღლესი განათლების, მოხალისეობის პროგრამების, თვითდასაქმებისა და მომავალი პროფესიების შესახებ.
ფორუმის მიზანია მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული შესაძლებლობების შესახებ.
ღონისძიება ორგანიზებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და გოეთეს ინსტიტუტის მიერ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ქუთაისის №1 საჯარო სკოლის მხარდაჭერით.