განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან „ლოგომედი” ერთად, 2–3 თებერვალს სამასამდე ბავშვს და ზრდასრულს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
დიაგნოსტიკის ფარგლებში თერაპევტებმა მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებები და გეგმები დასახეს.
დიაგნოსტიკის სერვისის მისაღებად ბავშვები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წინასწარ დარეგისტრირდნენ. მათ შვიდმა მეტყველების თერაპევტმა გაუწიათ მომსახურება.