5 დღიანი ტრენერთა ტრენინგი საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის დასრულდა

დასრულდა  5 დღიანი ტრენერთა ტრენინგი საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, რომლის მიზანი იყო მეწარმეობის მასწავლებლებისთვის სოციალური მეწარმეობის მოდულის,  სწავლა–სწავლების მეთოდების გაცნობა და მათი მომზადება სტუდენტებთან სოციალური მეწარმეობის 4 თვიანი ტრენინგ-კურსის ჩატარებისათვის.

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაიგოთ მეტი  სოციალური მეწარმეობის არსის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG),  სოციალური მეწარმეობის და მასთან  დაკავშირებული სტერეოტიპების შესახებ, გაეცნობოდნენ სოციალური საწარმოს მართვისა და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებებს, შეესწავლათ მეწარმეობასთან დაკავშირებული  სამართლებრივი საკითხები და გაეზიარებინათ   სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო გამოცდილება.   

ტრენინგში მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში შერჩეული საპილოტე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები: კოლეჯი „იბერია“, სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული ცენტრი და კოლეჯი „განთიადი“.

მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

ტრენინგი გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით პროექტის  „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, რომელსაც   განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობითა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„საბოლოოდ, პანკისის ხეობაში, გვეყოლება 30-ზე მეტი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც თავიანთ თემში პოზიტიური ცვლილებებს დაუდებენ საფუძველს და პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აქტიურად იმუშავებენ”. –
2024 წლის 15 აპრილს, პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ კოლეჯი “იბერია” – ის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი
„პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო გააქტიურდება  არაფორმალური განათლება სკოლასა და თემში. მოსწავლეები, გარემოსდაცვით საკითხებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოხალისეობრივად გაუზიარებენ თავიანთ თანატოლებს.“ ინგა მოსიძე. სსიპ ხელვაჩაურის
Skip to content