განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან „ლოგომედი” ერთად, 7 ივნისს 54 ბავშვს და ზრდასრულს თერჯოლაში მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
დიაგნოსტიკის ფარგლებში თერაპევტებმა მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებები და გეგმები დასახეს.
დიაგნოსტიკის სერვისის მისაღებად ბავშვები თერჯოლის რაიონიდან წინასწარ დარეგისტრირდნენ. მათ სამმა მეტყველების თერაპევტმა გაუწიათ მომსახურება.