6 დღიანი ტრენერთა ტრენინგი სოციალური მეწარმეობის თემაზე დასრულდა

დასრულდა ექვსდღიანი ტრენერთა ტრენინგის პირველი ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა და კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების 17 მასწავლებელი და უმაღლესი სასწავლებლების 8 სტუდენტი გააერთიანა. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაიგოთ მეტი  სოციალური მეწარმეობის არსის შესახებ, გაცნობოდნენ სოციალური საწარმოს მართვისა და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებებს, შეესწავლათ მეწარმეობასთან დაკავშირებული  სამართლებრივი საკითხები, სწავლა სწავლების მეთოდები და გაეზიარებინათ   სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო გამოცდილება.

ტრენერთა ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.

პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).

„პროექტის მიზანი  წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების: ცხოველების დაცვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება  წვლილის შეტანა იყო“. –  ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ელოშვილი
ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება, სოციალური სტუდენტური
ქუთაისის ი.გოგებაშვილის პირველი საავტორო სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე ელისაბედ გოშხეთელიანი, EDEC-ის მიერ შექმნილი ონლაინ სწავლების პლატფორმის elearning.edec.ge პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით გაიარა ონლაინ კურსი „ყველაფერი
Skip to content