6 თებერვალს პროგრამა „მომავლის თაობა” წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში 2019 წელს განხორციელებული საქმიანობები შეაჯამა.

ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა და პროგრამის „მომავლის თაობა“ წარმომადგენელმა თამარ ფრუიძემ გახსნეს.

2019 წლის პირველ ნახევარში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგები განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა შეაჯამა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის შესახებ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენელმა იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში მაკა კაჭკაჭიშვილმა ისაუბრა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე პანელური დისკუსია მოეწყო. მონაწილეებმა იმსჯელეს თემაზე „თანამშრომლობა, როგორც სამოქალაქო განათლების პრაქტიკული სწავლების საუკეთესო შესაძლებლობა“ დისკუსიას მოდერაცია ილია ყიფშიძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის კლუბის ლიდერმა გაუწია.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია ადრეული ქორწინების შესახებ. დღის დასასრულს ქუთაისის №36 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ART სხივი“ ფორუმ–თეატრი ბულინგის თემაზე გამართა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა.
ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გამოქვეყნების თარიღი:  2022
Skip to content