6 სექტემბერს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსოციალური მომსახურების სააგენტო, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან ერთად, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით ქუთაისში დასაქმების ფორუმი გამართა.

ფორუმში მონაწილეობა რეგიონში მოქმედმა სხვადასხვა კომპანიებმა მიიღეს. სამუშაოს მაძიებლებს 30-მდე კომპანიამ 500 – ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, სადაზღვეო, ტურიზმის, სავაჭრო, სააფთიაქო, სამედიცინო, სარესტორნო, საკონდიტრო და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

სტუმრებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი მიესალმნენ.

ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლებს ადგილზე რეგისტრაციისა და შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content