67 ბავშვს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა ზუგდიდში უფასოდ ჩაუტარდა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან “ლოგომედი” ერთად, 17 აპრილს ზუგდიდში მცხოვრებ 67 ბავშვს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
დიაგნოსტიკის ფარგლებში თერაპევტებმა მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებები და გეგმები დასახეს.
დიაგნოსტიკის სერვისის მისაღებად ბავშვები წინასწარ დარეგისტრირდნენ. მათ ოთხმა მეტყველების თერაპევტმა გაუწიათ მომსახურება.