განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან “ლოგომედი” ერთად, 26 მარტს ქუთაისში მცხოვრებ 70 –მდე ბავშვს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
დიაგნოსტიკის ფარგლებში თერაპევტებმა მეტყველების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებები და გეგმები დასახეს.
დიაგნოსტიკის სერვისის მისაღებად ბავშვები წინასწარ დარეგისტრირდნენ. მათ სამმა მეტყველების თერაპევტმა გაუწიათ მომსახურება.