ახალგაზრდების სამოქალაქო ინკლუზიის პარტნიორობა

სახელი: ახალგაზრდების სამოქალაქო ინკლუზიის პარტნიორობა

განხორციელების პერიოდი: 05.2008-09.2009

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში

სრული ბიუჯეტი: 

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 6,914.00 $

მიზანი: კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის გაუმჯობესება ქუთაისის მასშტაბით ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სექტორებს შორის. ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა ადვოკატირების, ლობირების და აქტიური კამპანიების წარმართვის საკითხებში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების 20 წევრი, ქუთაისში მცხოვრები 16–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები

ბენეფიციარები: ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების 20 წევრი, ქუთაისში მცხოვრები 16–დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. პროგრამის ფა­რგლე­ბში ჩატარდა ქუთაისში მომუშავე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების შეს­აძლე­ბლ­ობ­ე­ბის კვლევა, რომლის შე­დეგად შერ­ჩეული იქნა 10 არასამთავრობო პარტნიორი ორგანიზაცია და გაფორმდა ურთიერ­თთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა პროე­ქტის განხორციე­ლე­ბის განმავლობაში თანამშრომლობას, მისი უწყვე­ტ­ობის და მდგრადობის მიზნით
  2. პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციე­ბის წარმომადგენ­ლე­ბს ჩაუტარდათ 2 კვირიანი ტრენ­ინგე­ბი ადვოკატი­რე­ბასა და ლობი­რე­ბის საკითხე­ბში
  3. გამოიცემოდა საინფორმაციო ბი­ულე­ტ­ენი, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოე­ბის ცნობ­იე­რების ამაღლე­ბას ახალგაზრდე­ბის პრობ­ლე­მე­ბთან და სხვა აქტუალურ საკითხე­ბთან დაკავშირე­ბით
  4. ჩატარდა კვლე­ვე­ბი და ფოკუს-ჯგ­უფის შეხ­ვედ­რე­ბი ტურიზმის, განათლე­ბის და სოციალურ სფ­ერ­ოე­ბში, რომელ­ზე დაყრდნობითაც მომზადდა კვლევის ანალიზი ტურიზმის განვითარე­ბასთან დაკავშირე­ბული წინააღმდეგ­ობე­ბის და განვითარე­ბის პერ­სპე­ქტი­ვე­ბის შეს­ახებ
  5. მოეწყო ღია კარის დღე ტურიზმთან დაკავშირე­ბით, სადაც მოწვეული იყვნენ აღნიშნულ სფ­ეროში მიმდინარე ცვლილე­ბ­ე­ბით დაინტ­ე­რე­სე­ბული ადამიანები
  6. პროგრამის ფა­რგლე­ბში კონკრე­ტული რეკ­ომენ­დაციე­ბი მიეწოდათ ადგილობრივი თვითმმართველ­ობის შეს­აბამის სამსახურე­ბს და სხვა დაინტ­ე­რე­სე­ბულ მხარე­ე­ბს

 

მიღწეული შედეგები: პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციე­ბის, სამთავრობო სტრ­უქტუ­რე­ბის, ბი­ზნეს სე­ქტორის და მედია წარმომადგენ­ლე­ბის მონაწილე­ობით, რაც ხელს უწყობს ქუთაისის მასშტაბით ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა სექტორებს შორის კოორდინაციას

 

Skip to content